VTB ლიგის მეცხრე ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკამ „ზიელონა გურას“ უმასპინძლა და ცხადია დიდი ანგარიშით სძლია - 105:73.
სასიამოვნოა, რომ შენგელიამ კარგად ითამაშა, მეტიც, მატჩის MVP გახდა. თორნიკემ პარკეტზე მხოლოდ 18:13 წუთი გაატარა, მაგრამ საკუთარ გუნდს 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი შესძინა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან 8 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ცსკა-ს 7 მოგებითა და 2 წაგებით VTB ლიგაში მესამედ ადგილი უკავია, ხოლო მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს, ევროლიგაში, სადაც ლიდერია, „ხიმკისთან“ გამართავს.