ფეხბურთი

17:22 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტის" ფეხბურთელმა გოლის გატანის მომენტში დრო გაიყვანა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის მეათე ტურში „შტუტგარტმა“ სტუმრად ბრემენის „ვერდერი“ 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში „შვაბებმა“ მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს და ეს გოლი ყურადღების ცენტრში მოხვდა.

„შტუტგარის“ ფეხბურთელმა სილას ვამანგიტუკამ „ვერდერის“ უკანა ხაზის, კერძოდ მცველ ტოპრაკისა დამეკარე პავლენკას შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მას დიდი დრო ჰქონდა კარში დასარტყმელად, რითაც ისარგებლა. ვამანგიტუკამ გოლთან ერთად დროც გაიყვანა, რითაც მისი გუნდისთვის ძვირფასი წამები მოიგო.

ამ ფაქტმა „ვერდერის“ ფეხბურთელის დევი ზელკეს გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც გოლის ავტორთან შელაპარაკება დაიწყო. მან მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

„მას პატივისცემა არ ჰქონია. შესანიშნავი თამაში ჩაატარა, შეეძლო უბრალოდ კარში დაერტყა და ეზეიმა, მაგრამ ასე არ უნდა მოქცეულიყო“, - თქვა ზელკემ, რომელმაც მატჩის დარჩენილ ნაწილში გოლი გაიტანა და ანგარიშის სხვაობა შეამცირა, თუმცა „ვერდერი“ წაგებისგან ვერ იხსნა.

0.111408