ფეხბურთი

18:45 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" დემბელე ტრავმის გამო გამოაკლდა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი უსმან დემბელე ისევ დაშავდა. ამის შესახებ ესპანური გრანდის ვებგვერდი იტყობინება. დემბელეს მარჯვენა ბარძაყი აქვს დაზიანებული.

ჯერჯერობით, დემბელეს გამოჯანმრთელების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ მას 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115314