სხვა

9:58 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძემ UFC-ში ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო (+VIDEO)

რომან დოლიძემ UFC-ში მეორე ბრძოლა გამართა და ისევ გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლი ბრაზილიელ ჯო ალანს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა.

დოლიძემ სამი რაუნდიდან ორში აჯობა მეტოქეს და მსაჯებმაც მას გამარჯვება მიანიჭეს. რომანისთვის ეს მეორე გამარჯვებაა UFC-ში, მანამდე რუსი ხადის იბრაგიმოვი დაამარცხა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს UFC-ში ნოკაუტით მოიგო თავისი ბრძოლა ილია თოფურიამ და მასაც დადებითი ბალანსი აქვს - 2 მოგება, 0 წაგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120636