„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სერია A-ს ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინფორმაცია ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ნოემბერში რონალდუმ იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა, მაგრამ 5 გოლის გატანა მოახერხა და ორჯერ დუბლი შეასრულა.
მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ ანგარიშზე 10 გოლია. მან სერია A-ს 5 თამაშში თავი 8-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 3 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო.