ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა გერმანულ მედიასთან დიეგო მარადონასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, 1986 წელს მარადონა მას „ნაპოლიში“ ეპატიჟებოდა და ფულით სავსე ჩანთაც გაუგზავნა დასარწმუნებლად.
„ჩვენ ერთმანეთი ახალი გაცნობილი გვყავდა, მაგრამ დიეგომ ნეაპოლიდან მიუნხენში დელეგაცია გამოგზავნა. იტალიურ რესტორან სოლნში ვიყავით, რომელიც შაბათობით დახურული იყო, თუმცა სპეციალურად ამ საიდუმლო შეხვედრისთვის გახსნეს. საღამოს 9 საათზე ოთხი იტალიელი და ჩანთა გველოდა მე და ჩემს აგენტს. „ნაპოლის“ წარმომადგენლებმა დიეგო მოკითხვა გადმომცეს, მთხოვეს ამეღო ის ერთი მილიონი მარკა, რომელიც ჩანში იდო, ეს დიეგო საჩუქარი იყო. ეს თანხა სამჯერ მეტი იყო, ვიდრე „ბაიერნში“ ხელფასი მქონდა. უარი ვუთხარი, მაგრამ დიეგოს ჟესტი ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო“, - თქვა მათეუსმა.
დიეგო მარადონასა და ლოთარ მათეუსს ერთ ეპოქაში მოუწიათ თამაში და ერთმანეთის წინააღმდეგ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე არაერთხელ ითამაშეს.