კარლოს ტევესმა დიეგო მარადონას „ბოკა ხუნიორსის“ მაისურით ითამაშა და გოლიც გაიტანა. კოპა ლიბერტადორესზე ტევესმა ბრაზილიურ „ინტერნასიონალს“ გამარჯვების გოლი გაუტანა და თავისი მაისური გაიძრო, რომლის შიგნით დიეგოს მაისური ეცვა.
ამ მაისურით მარადონა 1981 წელს, „სუპერკლასიკოში“, „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ ითამაშა. კარლოსმა ასე დააფასა მეგობარი, რომელიც 25 ნოემბერს გულის შეტევის შედეგად გაირდაიცვალა.
სხვათა შორის, ტევესამდე, მარადონას მაისურით ლიონელ მესიმ ითამაშა, მან დიეგოს "ნიუელსის" მაისური ემოსა და იგივე გააკეთა, რაც ახლა ტევესმა.