ფეხბურთი

14:45 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას შვილი: "ყველა გუნდმა, სადაც მამაჩემმა ითამაშა, 10-ნომრიანი მაისური უნდა გააუქმოს"

დიეგო არმანდო მარადონას შვილი, დიეგო მარადონა ჯუნიორი, იგივე დიეგო სინაგრა მიიჩნევს, რომ ყველა კლუბმა, სადაც მამამისს უთამაშია, 10-ნომრიანი მაისური უნდა გააუქმოს.

„ყველა კლუბმა, სადაც დიეგომ ითამაშა, 10-ნომრიანი მაისური უნდა გააუქმოს, მათ შორის, „ბარსელონამაც“. ეჭვი არ მეპარება, რომ ასე უნდა იყოს. თუმცა, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, მე მხოლოდ ამ მძიმე ტკივილის გადალახვაზე ვარ ორიენტირებული. იმედი მაქვს, ეს სწრაფად გაივლის, ან შეიძლება არ გაიაროს. არც კი ვიცი, რა მინდა... ეს ყველაზე ცუდი რამ იყო, მამის სიკვდილი და როცა არ შეგიძლია მასთან ყოფნა, დამშვიდობება ან ოჯახთან ერთად ყოფნა. 15 ათასი კილომეტრის მოშორებით ადვილი არ იყო“, - თქვა დიეგომ.

მოგეხსენებათ, „ბარსელონაში“ 10 ნომრით ლიონელ მესი თამაშობს, იქ მარადონამ მხოლოდ 2 სეზონი გაატარა და განსაკუთრებული კვალი არ დაუტოვებია. „ნაპოლის“ კი 10-ნომრიანი მაისური დიდი ხანია გაუქმებული აქვს.

დიეგო მარადონა ჯუნიორი აწ გარდაცვლილი არგენტინელი ლეგენდის პირველი შვილია, რომელიც ნეაპოლში 1986 წელს დაიბადა და იტალიელი კრისტინა სინაგრასგან ჰყავს. თუმცა, მარადონამ შვილად ის მხოლოდ 2008 წელს აღიარა, როდესაც დნმ-ს ტესტი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113251