კალათბურთი

22:55 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

Ria Novosti: "ქართული პარადოქსი - რატომ გაუშვა ცსკა-მ შენგელია საქართველოს ნაკრებში?"

ფიბასა და ევროლიგას შორის დიდი ხანია დაპირისპირებაა და სანაკრებო მატჩების გამოტოვება ევროლიგის კლუბებში მოთამაშე კალათბურთელებს უწევთ. ამის მიუხედავად, თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს ბოლო ორ მატჩში დაეხმარა.

როგორც ცნობილია, ცსკა-ს თორნიკე კონტრაქტის გაფორმებამდე შეუთანხმდა, რომ საქართველოს ნაკრებში გაშვების პრობლემა არ ექნებოდა და მოსკოვურმა გუნდმა ეს დანაპირები შეასრულა.

თუმცა, ცნობილი რუსული გამოცემა Ria Novosti-სთვის ეს „ქართული პარადოქსია“. სწორედ ასე დაასათაურა სტატიის მონაკვეთი, რომელშიც თორნიკე შენგელიას საქართელოს ნაკრებში გამოშვებაზეა საუბარი:

„26 ნოემბერს, მოსკოვში, თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში მადრიდის „რეალთან“ 28 წუთი ითამაშა და 15 ქულა მიითვალა. 28-ში კი მან საქართველოს ნაკრებს ფინეთთან 19 ქულა მოუტანა, ორი დღის შემდეგ კი შვეიცარიასთან კიდევ 17 ქულა ჩააგდო. ზეგ ალბათ შენგელია ისევ კლუბში ითამაშებს, რუსეთის დედაქალაქში „ოლიმპიაკოსთან“. საკითხავია, რატომ დაუშვა ცსკა-მ შენგელიას საქართველოს ნაკრებში წასვლა, მაგრამ არ გაუშვა ნახკრებში ყურბანოვი, ბოლომბოი, ანტონოვი და უხოვი.

აი, რა თქვა ამის შესახებ რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ Ria Novosti-სთან საუბარში: „რამდენადაც მე ვიცი, შენგელია ცსკა-ს კონტრაქტის გაფორმებამდე შეუთანხმდა, რომ მას ეროვნული ნაკრებისთვის გაათავისუფლებდნენ. ალბათ ლოგიკური იქნება რუსი კალათბურთელების მიერ ამ გამოცდილების გათვალისწინება“.

როგორც ხედავთ, ყველაფერი მარტივად იხსნება. იმედია, რუსეთი ევროლიგის მოთამაშეების გარეშე ევროპის ჩემპიონატზე გავა, რისთვისაც საკმარისია ჯგუფში ბოლო ადგილი არ დაიკავოს. ქართველებს ეს შესარჩევი ციკლი საერთოდ არ სჭირდებათ, რადგან მასპინძლის რანგში დიდი ხანია მოპოვებული აქვთ საგზური, მაგრამ შენგელია ნაკრებს მაინც ეხმარება“, - წერია Ria Novovsti-ს სტატიაში.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია ფინეთთან და შვეიცარიასთან მოგებულ მატჩებში პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ორივე მატჩში ჯამში 36 ქულა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118379