ფეხბურთი

23:20 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ინსინიესთან მოლაპარაკებას აწარმოებს

იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ლორენცო ინსინიემ შესაძლოა "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, ნეაპოლელებმა ფეხბურთელს აგენტთან ვინჩენცო პისაკანესთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

ინსინიეს კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ივლისამდე აკავშირებს და ოგორც იტალიური გამოცემა იუწყება, აგენტი ვადის გახანგრძლივებასთან ერთად შეეცდება მისი ამჟამინდელი ხელფასი, 4.5 მილიონი ევრო ერთი მილიონით გაზარდოს.

ინსინიე "ნაპოლის" აღზრდილია და პირველ გუნდში 2012 წლიდან რეგულარულად თამაშბს. განვლილი რვა წლის განმავლობაში შემტევმა 359 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 93 გოლი და 76 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 48 მილიონი ევროა.

0.116484