იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კორონავირუსი დაამარცხა და გუნდს დაუბრუნდა.
იტალიელ სპეციალისტს ვირუსი სანაკრებო შეკრების დროს დაუდასტურდა და მას შემდეგ გუნდს მის ნაცვლად დანიელე ბონერა ხელმძღვანელობდა, რომელიც პიოლის ასისტენტია.
„მილანს“ მთავარი მწვრთნელი არყოფნა არ შეეტყო და მის გარეშეც მოახერხა სერია A-ში არათუ ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, არამედ უპირატესობის გაზრდა. „როსონერი“ 23 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს 5 ქულით უსწრებს.