ფეხბურთი

0:44 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას გული ორჯერ მძიმე იყო, ვიდრე ჩვეულებრივი გული უნდა იყოს

დიეგო მარადონას ცხედარს გაკვეთა დაკრძალვამდე ჩაუტარდა. მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური გამოკვლევები, რომლის საშუალებითაც ცნობილი გახდება ჰქონდა თუ არა მარადონას სხეულში გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ალკოჰოლის, წამლის ან რაიმე სხვა ნივთიერების კვალი.

საექსპერტო დასკვნების უმეტესი ნაწილი ოთხშაბათს დაიწყება, ქალაქ ლა პლატაში. მანამდე კი ექსპერტიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მარადონას გული 500 გრამზე მეტს იწონიდა და ეს ჩვეულებრივ ნორმაზე თითქმის ორჯერ დიდი წონაა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში 60 წლის ასაკში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118224