ფეხბურთი

23:33 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ Golden Foot-ის გამარჯვებული გახდა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ Golden Foot-ის გამარჯვებული გახდა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ნეიმარი, სერხიო აგუერო, ჯორჯო კიელინი, ლიონელ მესი, ჟერარ პიკე, არტურო ვიდალი, მოჰამედ სალაჰი და რობერტ ლევანდოვსკი დაამარცხა.

Golden Foot-ის ჯილდო 2003 წლიდან გაიცემა და მისი პირველი გამარჯვებული რობერტო ბაჯოა, ხოლო 2019 წელს ლუკა მოდრიჩმა იმარჯვა.

ეს პრიზი მხოლოდ ფეხბურთელებს განვლილი კარიერის გამო გადაეცემათ დამის დასაუფლებლად ერთადერთი და მთავარი წინაპირობაა, რომ მოთამაშე 28 წელს გადაცილებული იყოს.

0.11729