ტურინის „იუვენტუსი“ „პარი სენ ჟერმენიდან“ მაურო იკარდის დამატებას აპირებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტრანსფერში „ბებერი ქალბატონი“ პაულო დიბალას ჩართვას გეგმავს.
გაცვლა დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მოხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ არგენტინელი ფეხბურთელი იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავდა, თუმცა გავრცელებული ცნობით, კლუბმა მისი დატოვება მაღალი ხელფასის გამო გადაიფიქრა. გარდა ამისა, დიბალა ბოლო დროს კარგ ფორმაში არაა და ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.
პსჟ-ში იგივე პრობლემის წინაშეა იკარდიც, რომელიც ტომას ტუხელის გეგმებში არ შედის და დიდი შანსია, რომ ფრანგული კლუბი დატოვოს.
დიბალა "იუვეში" 2015 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კი 9 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მაურო იკარდის, 27 წლის არგენტინელი შემტევი ფრანგულ გუნდში 2019-2020 წლების სეზონშიუ გადავიდა და 36 შეხვედრაში მის ანგარიშზე 20 გოლია.