ფეხბურთი

18:14 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე უკრაინელი მწვრთნელის ვარიანტი განიხილება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იური ვერნიდუბის კანდიდატურა განიხილება. როგორც უკრაინული გამოცემა footballgazeta იტყობინება, სფფ რამდენიმე კანდიდატს განიხილავს და მათ შორის ერთ-ერთი 54 წლის უკრაინელია.

იური ვერნიდუბი ბოლოს სოლიგარსკის „შახტიორის“ თავკაცი იყო, ხოლო მანამდე მხოლოდ უკრაინაში უმუშავია, კონკრეტულად ორ გუნდში - ზაპოროჟიეს „მეტალურგსა“ და ლუგანსკის „ზორიაში“, რომელიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვლადიმირ ვაისის გადადგომის შემდეგ, რომელმაც თანამდებობა ორი კვირის წინ დატოვა, ვაკანტურია.

ჩვენი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო ნაკრებს უახლოესი მატჩი 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ელოდება, რომლის წილისყრა 7 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11999