ფეხბურთი

16:52 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა პატივსაცემად მესის საქციელის გამო "ბარსელონა" დააჯარიმეს

ლიონელ მესიმ „ოსასუნასთან“ გოლი დიეგო მარადონას მიუძღვნა და ამის გამო „ბარსელონა“ დაჯარიმდა. არგენტინელმა გოლის შემდეგ მაისური გაიხადა, რომლის შიგნით დიეგო მარადონას მაისური ეცვა, რომლითაც „ფეხბურთის ღმერთი“ „ნიუელს ოლდ ბოიზში“ თამაშობდა.

ამ საქციელით მესიმ და „ბარსელონამ“ სადისციპლინო კოდექსის 91-ე მუხლი დაარღვიეს, რომლის თანახმად, მოთამაშეს, რომელიც გოლს გაიტანს, თამაშის დროს ეკრძალება სხვა მაისურის, ან ნებისმიერი ტიპის რეკლამა, ლოზუნგის, ნახატის გამოჩენა.

ამ მუხლის დარღვევისთვის „ბარსელონა“ 3 000 ევროს ოდენობით დაჯარიმდა და გაფრთხილებაც მიიღო.

0.124184