ფეხბურთი

11:40 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას გარდაცვალებაში მის პირად ექიმს ადანაშაულებენ

დიეგო მარადონას გარდაცვალებაში მისი პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკეა ბრალდებული. Marca-ს ინფორმაციით, პოლიციელებმა მედიკოსის სახლსა და კლინიკაში ჩხრეკა ჩაატარეს.

ლუკეს ჩვენების მიცემა მოუწევს პროკურატურის წინაშე, მას ამ ეტაპზე ბრალად სამედიცინო დაუდევრობა ედება. გარდა ამისა, შესაძლოა საქმეში გარეულნი იყვნენ ფსიქიატრი, რომელიც პასუხისმგებელი იყო წამლის მიღებაზე და ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დიეგოს სიკვდილის დროს მასთან ერთად სახლში იმყოფებოდა.

ლუკემ კი ბრალდების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფერი გააკეთა მარადონას გამოსაჯანმრთელებლად.

„გამოძიების შესახებ ჯერ კიდევ არ ვარ ინფორმირებული. პოლიციელები მოულოდნელად მოვიდნენ, არ ვიცი რატომ ეძებენ დამნაშავეს. გაკვირვებული ვარ, მაგრამ მე მათ განკარგულებაში ვარ, ეს მათი სამუშაო, მათი პროცედურებია, რის კრიტიკასაც არ ვაპირებ. ვიცი, რა უნდა ვქნა, ვიცი, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე.

დიეგოსთან ჩხუბი? დიეგო ასეთი იყო, მას სძულდა ექიმები, სძულდა ფსიქოლოგები, მაგრამ ჩემთან სხვანაირი იყო. მას ჩემამდე ბევრი პრობლემა ჰქონდა, დიეგოს დახმარება სჭირდებოდა, ის გიჟი არ იყო“, - თქვა ლუკემ.

შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118406