„ბოკა ხუნიორისის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესი დიეგო არმანდო მარადონას დაეშვიდობა. ტევესი და დიეგო მეგობრობდნენ და „კარლიტოსის“ თბილისი სიტყვები გასაკვირი არაა.
„შენ უკვდავი ხარ, არასდროს მოკვდები, რადგან ჩემს გულში სამუდამოდ იცოცხლებ. მიყვარხარ მეფეთა მეფევ“, - თქვა ტევესმა.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.