საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური შეხვედრას თბილისში გამართავს. როგორც გურული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, შვედურ „როსენგარდთან“ თამაში 9 დეკემბერს, „მიხეილ მესხზე“ შედგება.
შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება და 14:00 საათზე დაიწყება. საპასუხო დაპირისპირება კი 15 დეკემბერს, შვედეთში შედგება.
შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ბარიერი დაძლია და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა.