ფეხბურთი

15:55 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრების რეგრესი და ცვლილებები ათეულში

ფიფამ ეროვნული ნაკრებების რეიტინგი განაახლაა, რომელშიც როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებს რეგრესი აქვს. ნოემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სომხეთთან და ესტონეთთან წარუმატებელმა თამაშებმა საქართველოს 3 პოზიცია დააკარგვინა.

თუ გასულ თვეში 86-ე ადგილზე იმყოფებოდა, ახლა 89-ე პოზიციაზეა ბელარუსსა და ზამბიას შორის.

...86. გაბონი - 1280 ქულა

87. ისრაელი - 1279

88. ბელარუსი - 1269

89. საქართველო - 1267

90. ზამბია - 1266

91. კონგო - 1264

92. ლიბანი - 1263

ფიფას რეიტინგს კვლავაც ბელგიის ნაკრები ლიდერობს,რომელსაც კვალში საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებები უდგანან. სხვათა შორის, ორწლიანი პაუზის შემდეგ ათეულში დაბრუნდა იტალიის ნაკრები, რომელიც 2018 წლის მუნდიალს მიღმა დარჩენიდან მოყოლებული ვერ ახერხებდა ათ საუკეთესო გუნდში შესვლა. გარდა ამისა, ათეულს მექსიკაც დაუბრუნდა.

1. ბელგია - 1780 ქულა

2. საფრანგეთი - 1755

3. ბრაზილია - 1743

4. ინგლისი - 1670

5. პორტუგალია - 1662

6. ესპანეთი - 1645

7. არგენტინა - 1642

8. ურუგვაი - 1639

9. მექსიკა - 1632

10. იტალია - 1625

რეიტინგის სრული ვერსია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112194