ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო არმანდო მარადონას ცხედარი იმაზე ადრე დაკრძალეს, ვიდრე დაგეგმილი იყო. მიზეზი კი პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარი ინციდენტი გახდა.
მარადონას პანაშვიდზე მისული მილიონზე მეტი გულშემატკივარი სასახლეში შესვლას და ცხედართან მიახლოებას ცდილობდა, თუმცა, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფეხბურთელის ცხედარს დიდი ნაკადი მიაწყდა. კასა როსადას რეზიდენციასთან მისული გულშემატკივარი ცდილობდა დასაფლავების ცერემონიას ბოლომდე დასწრებოდა. სიტუაციის გასანეიტრალებლად კი სამართალდამცველებს რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდათ.
დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. ლეგენდარული ფეხბურთელი კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ცერემონიას კი მხოლოდ უახლესი ნათესავები და მეგობრები დაესწრნენ.