თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში შეიძლება ითქვას რომ საუკეთესო თამაში ჩაატარა. რა თქმა უნდა, ეს არ არის შენგელიას მაქსიმუმი, მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც აქამდე აჩვენებდა, ნამდვილად დამაიმედებელია.
კიდევ უფრო ნიშანდობლივია ეს იმის გამო, რომ კარგად თორნიკემ მადრიდის „რეალთან“ ითამაშა. ევროლიგის მე-11 ტურში მოსკოვის ცსკა-მ „სამეფო კლუბს“ სოაცრად დაძაბულ მატჩში 74:73 აჯობა და ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.
შენგელიამ 27:31 წუთში 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა. ამ კომპონენტში და მოპოვებული ქულებით თორნიკე თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მაიკ ჯეიმსს ჩამორჩა (28 ქულა), რომელიც პარკეტზე ცალსახად საუკეთესო იყო.
ცსკა-ს 11 ტურის თავზე 8 გამარჯვების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. რუსული გრანდი მომდევნო ტურში 3 დეკემბერს, პირეოსის „ოლიამპიაკოსს“ უმასპინძლებს. თორნიკე შენგელია კი 27 ნოემბერს, ფინეთში, საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.