ფეხბურთი

21:53 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ადვოკატი გამოძიებას იწყებს: "ეს კრიმინალური იდიოტობა იყო"

დიეგო მარადონას ადვოკატ მატიას მორლას „ფეხბურთის ღმერთის“ გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს და როგორც თავად განაცხადა, გამოძიების დაწყებას აპირებს. მისთვის გაუგებარია, რატომ არ მიაქცია მას სამედიცინო პერსონალმა ყურადღება.

„ღრმა მწუხარების დღეა. გულის სიღრმეში ჩემი მეგობრის წასვლის გამო, რომელსაც პატივი ვეცი ჩემიერთგულებით და თანადგომით ბოლო დღეებამდე. მე მას პირადად გამოვემშვიდობე.

ჩემთვის გაუგებარი 12 საათის განმავლობაში ჩემს მეგობარს ყურადღება არ მიაქცია და არ ამოწმებდა სამედიცინო პერსონალი. ნახევარ საათზე მეტი დასჭირდა სასწრაფოს მისვლას, ეს კრიმინალური იდიოტობა იყო. ეს ფაქტი არ უნდა დავივიწყოთ და მე ბოლომდე მივყვები ამ გამოძიებას. როგორც დიეგომ მითხრა, შენ ჩემი ჯარისკაცი ხარ და იმოქმედე უმოწყალოდ. მშვიდად განისვენე, ძმაო“, - დაწერა სოციალურ ქსელში მორლამ.

გარდა ამისა, მარადონას ოჯახის პირადმა ექიმმა ალფრედო კაჰემ არგენტინელის ჯანმრთელობასთან ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.

„მას სათანადო მკურნალობა არ მიუღია. დიეგო სახლში კი არა, სპეციალიზებულ ადგილზე, განსხვავებული ინფრასტრუქტურით აღჭურვილ ადგილზე უნდა ყოფილიყო და არა იმ სახლში, სადაც გარდაიცვალა. მის ოთახში ექიმი ყოველთვის უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნა კაჰემ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკშ საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13028