მიშელ პლატინი და დიეგო მარადონა ერთი თაობის ფეხბურთელები არიან. 80-იან წლებში მათ დაპირისპირებას ისეთივე ელფერი ჰქონდა, როგორც თანამედროვებაში კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დუელს.
რასაკვირკველია, ლეგენდარულმა ფრანგმა დიეგოს გარდაცვალების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ძალიან დამწუხრებულია.
„დიეგოსთან შეხვედრა ბევრჯერ მომიწა. მისით აღფრთოვანებული ვიყავი, რა თქმა უნდა იყო მეტოქეობაც. ორივე მწვერვალზე ვერ ვიქნებოდით. მსოფლიო თასზე გამარჯვებისთვის ვთამაშობდით, ჩემპიონატში იუვეში და ნაპოლიში ვთამაშობდით, შეუძლებელი გახლდათ არ ყოფილიყო მეტოქეობა. პირველი სიტყვა, რაც იტალიაში ჩასვლისას გავიგე იყო ‘გამოწვევა’ - მარადონა პლატინის იწვევს, პატინი კი ზიკოს... 80-იან წლებში მეტოქეობით ვცხოვრობდით. დღეს ძალიან, ძალიან მოწყენილი ვარ. ეპოქის ნოსტალგია მაქვს, რომელიც ძალიან ლამაზი იყო. კრუიფი, დი სტეფანო, პუშკაში, შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემი ბავშვობა გაალამაზეს, აღარ არიან. იმ ასაკში ვარ, როდესაც ხედავ, რომ ამდენი ხალხი მიდის“, - თქვა პლატინიმ.
შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევვით ქალაქ ტიგრეში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.