ფეხბურთი

23:48 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ: "სამყარო მარადიულ გენიოსს და უბადლო ჯადოქარს დაემშვიდობა"

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ დიეგო მარადონას დაემშვიდობა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„დღეს მე მეგობარს დავემშვიდობე და სამყარო მარადიულ გენიოსს დაემშვიდობა. ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში. უბადლო ჯადოქარი. ის ძალიან ადრე მიდის, მაგრამ ტოვებს მემკვიდრეობას შეუზღუდავად და სიცარიელეს, რომელიც არასდროს შეივსება. მშვიდად განისვენე, არასდროს დაგივიწყებთ“, - დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, დიეგო არმანდო მარადონა დღეს არგენტინის ქალაქ ტიგრეში, საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114064