ფეხბურთი

21:15 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "მესის და დე იონგის დასასვენებლად კარგი მომენტი იყო"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდი შედეგიანი თამაშის გამო გადაწყვიტა ლიონელ მესის და ფრენკი დე იონგის დასვენება. აღნიშნული ფეხბურთელები ჰოლანდიელმა სპეციალისტმა კიევის "დინამოსთან" მატჩისთვის განაცხადში არ შეიყვანა.

"ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა და გადავწყვიტეთ, ლიონელ მესი და ფრენკი დე იონგი გუნდის კომფორტული სატურნირო მდგომარეობის გამო დაგვესვენებინა. აღნიშნულ მოთამაშეებს დასვენება სჭირდებოდათ, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი მატჩში მიიღეს მონაწილეობა. ასე, რომ ვფიქრობ მათ დასასვენებლად კარგი მომენტი იყო" - ციტირებს Sky Sports-ი კუმანის სიტყვებს.

"ბარსელონამ" უკრაინული გუნდი სტუმრად 4:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორი ტურით ადრე გავიდა. "ბლაუგრანა" "იუვენტუსს" სამი ქულით უსწრებს და ჯერჯერობით ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა გარკვეული არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130828