გიორგი ცხოვრებაძემ 2 გოლი გაუტანა ბეშიქთაშს ევროპის ლიგაში, მონპელიემ 40-16 მოიგო და ჯგუფის ლიდერი გახდა.
ლიგის მეორე მატჩი მონპელიემ სრული საბრძოლო შემადგენლობით ითამაშა. გუნდს დაუბრუნდა გამთამაშებელი კილიან ვილმინო, მარჯვენა ფლანგზე კი თამაში დაიწყეს ვალონტან პორტმა (RB) და მელვინ რიშარსონმა (RW). პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ისინი შეცვალეს ჟულიენ ბოსმა და ცხოვრებაძემ. მეხუთე ცაცია, იანის ლენი ისვენებდა, საფრანგეთის ჩემპიონატში მძიმე მოგების შემდეგ ტრემბლესთან (21 ნოემბერი, 31-30).
ცხოვრებაძემ გამოსვლისთანავე გაიტანა სწრაფი გარღვევისა და უგო დესკას პასის შემდეგ, 25-ე წუთზე კი შედევრი გამოცხო: მარჯვენა ფლანგზე სწრაფი ჩათამაშების შემდეგ ბორჟესის პასი მიიღო და მეკარისგან შორეულ კუთხეში ვირტუოზულად ჩაახვია. გოლი ევროლიგის ჰაილაითებშიც მოხვდა, მონპელიემ ძალიან იოლად მოიგო - 40-16, გერმანიის მაგდებურგი კი შვედეთში 29-30 დამარცხდა ალინგსასთან და პირველი ადგილი ფრანგულ კლუბს დაუთმო.
ცხოვრებაძე ბეშიქთაშთან, ვიდეო:
საფრანგეთის სტარლიგაში მონპელიე 2 დაკარგული ქულით ჩამორჩება ლიდერს, პარი სენ ჟერმენს და მომდევნო მატჩსაც შინაურ ჩემპიონატში გამართავს 27 ნოემბერს, დიუნკერკთან. 1 დეკემბერს კლუბი უკვე ევროპის ლიგაზე მასპინძლობს ალინგსასს.
ხელბურთი. ევროპის ლიგა. 24 ნოემბერი
მონპელიე - ბეშიქთაში 40-16
მნპ: შეგო (13 მოგერიება), ბონფუა (12) - დესკა 6, ბოსი 6, პეტერსონი 5, პელასი 5, ბატე 4, რიშარსონი 3, ცხოვრებაძე 2, დუარტე 2, ტრუხანოვიჩუსი 2, ბორჟესი 2, ვილმინო 2, პორტი 1, სიმონე, ი. ლენი
ალინგსასი - მაგდებურგი 30-29, ცსკა - ნექსე 29-18
C ჯგუფი: მონპელიე (საფ) 4 ქულა (2 თამაში), მაგდებურგი (გერ) 4 (3), ალინგსასი (შვდ) 4 (3), ცსკა (რუს) 2 (2), ნექსე (ხორ) 2 (3), ბეშიქთაში (თურ) 0 (3)
A: ვისლა პლოცკი (პოლ) 4 (2), ლეონი (ესპ) 4 (3), ტულუზი (საფ) 4 (4), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 2 (2), ფივერსი (ავს) 2 (3), მეტალურგი (მკდ) 0 (2)
ტულუზი - ლეონი 28-28
B: ფუხსე ბერლინი (გერ) 4 (2), სპორტინგი (პორ) 4 (2), კრისტიანსტადი (შვდ) 4 (4), ნიმი (საფ) 2 (3), დინამო ბუკურეშტი (რუმ) 2 (3), ტატრან პრეშოვი (სლკ) 0 (2)
ფუხსე ბერლინი - პრეშოვი 35-27, კრისტიანსტადი - სპორტინგი 27-35, დინამო - ნიმი 29-27
D: რაინ ნეკარი (გერ) 4 (2), შაფჰაუზენი (შვც) 3 (2), ტრებნიე (სლნ) 2 (1), GOG (დანია) 2 (3), ეუროფარმ პელისტერი (მკდ) 1 (3), ტატაბანია (უნგ) 0 (1)
რაინ ნეკარი - პელისტერი 28-20
4-4 საუკეთესო გადის მერვედფინალში