ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" მეტოქე გაირკვა. გიორგი ჩხაიძის გუნდი ისტორიულ ორ მატჩს შვედური "როსენგარდის" წინააღმდეგ გამართავს.
დაპირისპირება ორრაუნდიანი იქნება. პირველი თამაში 9 ან 10 დეკემბერს საქართველოში, ხოლო საპასუხო 15 ან 16 დეკემბერს, შვედეთში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ "ლანჩხუთმა" ჩემპიონთა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ბარიერი დაძლია და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა.