ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, 2 დეკემბრეიდან, ანუ კარანტინის დამთავრების დღიდან, გულშემატკივრებს სტადიონებზე დაუშვებენ. ოღონდ, ცხადია, შეზღუდული რაოდენობით.
BBC გვამცნობს, რომ რისკების გათვალისწინებით, სამი საფეხური გამოიყო. ყველაზე ნაკლები რისკის ადგილებში ტრიბუნებზე 4 ათას მაყურებელს დაუშვებენ, საშუალო რიკის ადგილებში 2 ათასს, მაღალი რიკის ადგილებში კი არავის.