ფეხბურთი

3:12 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის შოუ და "ბაიერნის" დაკარგული ქულები

გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტური ძალიან საინტერესო გამოდგა. ერლინგ ჰოლანდმა 32-წუთიან ინტერვალში პოკერი შეასრულა, მიუნხენის „ბაიერნმა“ კი შინ ბრემენის „ვერდერს“ ვერ აჯობა.

„დორტმუნდი“ ბერლინში, „ჰერტას“ ეწვია და პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა (0:1). თუმცა, მეორე ნახევარი სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა და ერლინგ ჰოლანდმა ნამდვილი შოუ დადგა. ნორვეგიელი ვუნდერკინდისგან უკვე არაფერი გვიკვირს, მაგრამ ნუთუ სადამდე გადის ამ ბიჭის შესაძლებლობების ზღვარი? ჰოლანდმა დედაქალაქელთა კარში 4(!) გოლი გაიტანა და თავის გუნდს პირადად მოაგებინა! „დორტმუნდმა“ 18 ქულა დააგროვა და „ბაიერნს“ ქულაში მიუახლოვდა.

„ბაიერნს“, რომელმაც შინ ყველასთვის მოულოდნელად „ვერდერის“ ძლევა ვერ მოახერხა. არადა, ვიცით, ჰანსი ფლიკის გუნდის ძალა და კლასი. მიუხედავად ამისა, ტაიმი „რეკორდმაისტერმა“ საერთოდ წააგო და რომ არა კინგსლი კომანი, შეიძლებოდა ქულაც ვერ მოეპოვებინა. საბოლოოდ 1:1, რამაც „ბაიერნი“ სატურნირო ცხრილის სათავეში დატოვა, მაგრამ კონკურენტები მიუახლოვდნენ.

მათ შორისაა, „ლევერკუზენი“, რომელმაც ბილეფელდში „არმინია“ 2:1 დაამარცხა და მიუნხენურ გრანდს ერთადერთი ქულით ჩამორჩება. სხვათა შორის, ბუნდესლიგაში რვა ტურის შემდეგ ორადორი წაუგებელი გუნდია და ერთ-ერთი „ლევერკუზენია“, რომელმაც 5 მატჩი მოიგო და სამჯერ ფრე ითამაშა.

საპირისპირო შედეგი აქვს „ვოლფსბურგს“ – 3 მოგება და 5 ფრე. „მგლები“ მეორე გუნდია, რომელსაც ჯერ არ წაუგია და მორიგი გამარჯვება სტუმრად „შალკესთან“ ადვილად მოიპოვა (2:0). იმ „შალკესთან“, რომელიც კატასტროფულ დღეშია და მოუგებლად გასავარდნ ზონაში იმყოფება.

„არმინია“ – „ლევერკუზენი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბაილი (27), 1:1 ჰრადესკი (47, ა.გ), 1:2 დრაგოვიჩი (88)

„ბაიერნი“ – „ვერდერი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ეგეშტეინი (45), 1:1 კომანი (62)

„გლადბახი“ – „აუგსბურგი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ნოიჰაუსი (5), 1:1 კალიჯური (88)

„ჰოფენჰაიმი“ – „შტუტგარტი“ 3:3 (1:2)

გოლები: 1:0 ბაუმგარტნერი (16), 1:1 გონსალესი (18), 1:2 ფუნდუ (27), 2:2 სესენიონი (48), 3:2 კრამარიჩი (71, პენ), 3:3 კემპფი (90)

„შალკე“ – „ვოლფსბურგი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ვერგოსტი (3), 0:2 შლაგერი (24)

„აინტრახტი“ – „ლაიფციგი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბარკოკი (43), 1:1 პოულსენი (57)

„ჰერტა“ – „დორტმუნდი“ 2:5 (1:0)

გოლები: 1:0 კუნია (33), 1:1 ჰოლანდი (47), 1:2 ჰოლანდი (49), 1:3 ჰოლანდი (62),1:4 გერეირო (70), 2:4 კუნია (79, პენ), 2:5 ჰოლანდი (79)

თეგებიბუნდესლიგა
0.151161