ფეხბურთი

15:47 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა "მილანის" ყველა ფეხბურთელს PlayStation აჩუქა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ ლიდერი არამარტო მოედანზე, არამედ მის ფარგლებს მიღმაცაა. იტალიური მედიის ცნობით, შვედმა თანაგუნდელებს საჩუქარი გაუკეთა.

ზლატანმა „როსონერის“ ყველა ფეხბურთელს PlayStation 5 აჩუქა. მადლიერმა თანაგუნდელებმა იბრას საჯარო მადლობა სოციალური ქსელიდან გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს „მილანთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და გავრცელებული ცნობებით, მხარეები თანამშრომლობის გახანგრძლივებასაც აპირებენ.

0.131603