ფეხბურთი

20:21 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ანსუ ფატისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევი ანსუ ფატი კლუბისგან შემოთავაზებას მიიღებს. როგორც Mundo Deportivo იუწყება, "ბლაუგრანას" სურს ფეხბურთელს კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივოს.

ამჟამად 18 წლის ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და კლუბს ავტომატურად შეუძლია ორი წლით გაახანგრძლივოს ხელშეკრულება. თუმცა მიმდინარე სეზონში ფეხბურთელისადმი ინტერესი გაიზარდა და "ბარსელონას" შემტევის შენარჩუნება უნდა.

მიმდინარე სეზონში ანსუმ ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანეთის ნაკრებში ფეხბურთელს დებიუტი მიმდინარე წლის სექტემბერში ჰქონდა და ოთხ შეხვედრაში თავი ერთი გოლით გამოიჩინა. ამჟამად ფეხბურთელი ტრავმირებულია და მოედანზე სამი თვე ვერ გავა.

0.122022