ფეხბურთი

14:43 | 17.11.2020 | ნანახია 1284 - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ახლა მთავარი მიზანი გუნდში ფსიქოლოგიური ფონის ამაღლებაა"

საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უეფას ერთა ლიგის ბოლო ტურში, ესტონეთის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 39 წლის სპეციალისტის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია ნაკრების გაწვრთნა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი ახლა ფსიქოლოგიური ფონის ამაღლებაა.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების გაძღოლა. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ეს ნდობა გამომიცხადა. ახლა მთავარი ამოცანაა ეს ფსიქოლოგიური ფონი ამაღლდეს და რაც შეიძლება მალე. გარდა ამისა, დაბრუნდეს თამაშის ხარისხიც. დამერწმუნეთ, რომ ფეხბურთელებზე მეტად არავის უნდოდა ამ თამაშის მოგება და კარგიც იქნებოდა, მაგრამ რეალობა სხვანაირია. ეს ფეხბურთია, არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული. წარსულით ცხოვრება არაფერს მოგვიტანს, წინ უნდა ვიყუროთ, რომელიც ხვალინდელი თამაშით იწყება. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აბსოლუტური, სასიამოვნო და საამაყო სიურპრიზი იყო ნაკრების მწვრთნელობა.

გუნდში არის რამდენიმე მიკროტრავმა, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ვეცდებით ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიოთ. ახალს ვერაფერს მოვიგონებთ, რადგან ძალიან მცირე დრო გვაქვს. ყველა მწვრთნელს თავსი ხედვა აქვს და შეიძლება იყოს ცვლილებები, მაგრამ მთავარია ახლა ფსიქოლოგიური ფონი ავამაღლოთ.

მინდა მადლობა გადავუხადო ვლადიმირ ვაისს და მას სამომავლო კარიერაში წარმატებებს ვუსურვებ. მასზე ნეგატიურ კონტექსტში არ ვისაუბრებ. სატურნირო მოტივაცია შეიძლება არ გვაქვს, მაგრამ ნაკრების თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია და პოზიტიური განწყობა უნდა დატოვოს გუნდის თამაშმა. არ ვიცი ვაისმა რის შესახებ ისაუბრა, მაგრამ ის არის მწვრთნელი, რომელმაც გუნდში 5 წელი გაატარა და კარგად იცნობდა გუნდს. მწვრთნელის სამსახური ასეთია, მეც დღეს აქ ვარ, მაგრამ ხვალ არ ვიქნები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს განცხადებები მან ემოციურ ფონზე გააკეთა, სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ორი დღე მაქვს იმისთვის, რომ ეს თამაში მოვიგოთ და ნებისმიერ შემთხვევაში ხვალინდელი თამაში ჩემი პასუხისმგებლობაა. ეს ბოლომდე მაქვს გათავისებული და ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია.

ცვლილებებს რაც შეეხება, რეალურად იქნება სიახლეები, მაგრამ ძალიან მცირე, რადგან ეს გუნდი 5 წელია ერთად თამაშობს. ბევრი ცვლილება რომც გვინდოდეს, ვერ იქნება, რადგან დრო არ გვაქვს. კონკრეტულად შემადგენლობას რაც შეეხება, ჩემთვის არ არსებობს ძირითიდის ან თადარიგის ფეხბუთელები, მეტიც, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია სათადარიგო მოთამაშეების განწყობა და დამოკიდებულება. იქნება ცვლილებები, მაგრამ მასშტაბურად არა“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, ესტონეთთან მატჩით საქართველოს ნაკრები 2020 წელს ასპარეზობას დაასრულებს და მომდევნო მატჩს 2021 წლის მარტში უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით გამართავს. ყატარში გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დეკემბერშია დაგეგმილი. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:09 | 17.11.2020
KoRBeN DaLLaS (24851)

ეს ვინღაა ?!

0?'>https://www.youtube.com/watch?v=Ln9tXJD-lAs':'>https://www.youtube.com/watch?v=Ln9tXJD-lAs'))

19:24 | 17.11.2020
araza-1918 (6330)

ამ წაგების მთავარ შემოქმედი დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაა
ხალხი ორად როცაა გაყოფილი ფეხბურთი ისე ვერ გაგაერთიანებს როგორც ერთად მყოფი ხალხი

13:49 | 18.11.2020
ogafa (10233)

+

17:42 | 17.11.2020
araza-1918 (6330)

ვიმსახურებთ ამ საქოცეთს იმიტომ რომ სევეგუეთ ბიძგვინას გაყალბებეს გადაგდებებს როგორც ფეხბურთში ისე სხვა ყველაფერში

17:30 | 17.11.2020
KD (575)

ეჰ )

23:33 | 17.11.2020
alfadhirhaiti (7530)

.

15:39 | 17.11.2020
laciosErtguli (3640)

ლორია - კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, დვალი - კანკავა, კვეკვესკირი, ოქრიაშვილი, ს.ლობჟანიძე - ყაზაიშვილი, კაჭარავა.

15:24 | 17.11.2020
O. Mertskhali (8101)

წესით, ერთი თამაშისთვის და ცვლილებებისთვის ხარ მოყვანილი (იმედია) და იძახი ძალიან მცირე ცვლილებები იქნებაო?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცოტა თავის გამოჩენა მაინც არ გინდა?! სატურნირო თვალსაზრისით ეს თამაში არაფერს წყვეტს და იქნებ მოგეფიქრებინა რამე 'ახალი' - მესმის რომ ძნელია, მაგრამ მაინც DDDD
როგორ ახერხებთ, რომ ამდენი კაცი - დიდიან-პატარიანა, კუდებით რომ ხართ გადაბმული ერთმანეთზე.. ასეთი 'ერთსულოვნება' სხვა რამეებში უფრო გვჭირდება და იქნება გაგვიმხილოთ - ამით უფრო გამოადგებოდით ქვეყანას DDDD

16:41 | 17.11.2020
EQUILIBRIUM (343)

100% იანია... იმას აკეთებს რასაც დაავალებენ არანაირი წინსვლა არ სჭირდებათ... კიდევ კარგა ხანი მოუწევთ ერთო ადგილის ტკეპნა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117042
სარეკლამო ადგილი - 99
X x X