ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე კიუშუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს დამარცხდა. ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა რიუდენს დაუპირისპირდა და მეტოქესთან საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადახდა თუმცა, სუკუინაგეს ილეთით წააგო.
ტოჩი 30 წლის იაპონელს მეხუთედ შეხვდა და ურთიერთშეხვედრებში უარყოფით ბალანსზე გავიდა - 2 მოგება და 3 მარცხი.
ჩვენებურის მომავალი მეტოქე კი მე-13 მაეგაშირა იჩინოჯო იქნება, რომელსაც გორგაძე აქამდე 22-ჯერ დაუპირისპირდა და ქართველ სუმოისტს მოგება-წაგების ბალანსში დიდი უპირატესობა აქვს. მან 16-ჯერ მოიგო, 6-ჯერ კი მარცხი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს წლის ბოლო სუპერტურნირზე 5 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად, დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან მინიმუმ სამის მოგება მართებს.