ინგლისური „ლივერპულის“ ფეხბურთელი ენდრიუ რობერტსონი შოტლანდიის ნაკრებში დაშავდა. მას კუნთის პრობლემა აქვს, თუმცა ჯერჯერობით უნცობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება.
აღსანიშნავია, რომ ახლა იურგენ კლოპს დაცვს ხაზის ძირითადი შემადგენლობის ყველა პოტენციური წევრი ტრავმირებული ჰყავს. რობერტსონამდე ლაზარეთში ვირჯილ ვან დეიკი, ჯო გომესი და ტრენტ აელქსანდერ-არნოლდი გადავიდნენ.
აქვე გეტყვით, რომ სამი დღის წინ რობერტსონის კაპიტნობით შოტლანდიის ნაკრებმა ბელგრადში სერბეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1996 წლის შემდეგ გავიდა, ხოლო ზოგადად, დიდ ფორუმს 1998 წლის მუნდიალის შემდეგ დაუბრუნდა.