ფეხბურთი

23:47 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩიმ იტალიის ნაკრების ბანაკი დატოვა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, კუნთების ტკივილის გამო, იტალიის ნაკრების ბანაკი დატოვა. ასე რომ, 15 ნოემბერს, პოლონეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ მატჩს ის აუცილებლად გამოტოვებს.

„ძალიან მინდოდა ნაკრებში ყოფნა. ბოლო 20 დღეა კუნთები მაწუხებს. „ლაციოსთან“ მატჩშიც ტკივილებით ვითამაშე. იმედი მქონდა, რომ გამივლიდა, მაგრამ რა გაეწყობა. იძულებული ვარ შეკრება დავტოვო. ტურინში გამსინჯავენ და მეტყვიან, რამდენი ხანი დასჭირდება მკურნალობას.“ - ციტირებს ბონუჩის სიტყვებს RAI Sport.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112591