საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალი გორში, "თენგიზ ბურჯანაძეზე", 25 ნოემბერს გაიმართება. სფფ-ს ვებვერდმა ეს ცნობა ოფიციალურად დაადასტურა.
საქართველოს თასის ფინალში წყალტუბოს "სამგურალი" და "გაგრა" შეხვედებიან, ორივე გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარია. "სამგურალი" მეორედ ითამაშებს ფინალში, "გაგრა" - მესამედ.
აღნიშნული დაპირისპირება 25 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.