ფეხბურთი

16:40 | 12.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტესის" ლამაზი ჟესტი: "წარმატებები, ბიჭებო!

არნემის „ვიტესმა“ სოციალური გვერდიდან ევრო 2020-ის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების წარმატებებს უსურვა. ნიდელრანდურმა კლუბმა გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

„ამ საღამოს საქართველო ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს. წარმატებები ბიჭებო!“, - წერს „ვიტესი“.

შეგახსენებთ, გურამ კაშია არნემულ გუნდში 2010-2018 წლებში თამაშობდა და 292 მატჩში 24 გოლი გაიტანა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა 2011-2017 წლებში 121 შეხვედრაში თავი 28-ჯერ გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრებს წარმატებები უსურვა ყაზახურმა "ტობოლმაც", სადაც ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ. ყაზახური გუნდის სოციალურ ქსელში წერია: "წარმატებები ბიჭებო, წინ საქართველო!"

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114035