ფეხბურთი

10:54 | 12.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური შემთხვევა: დომაგოი ვიდამ თურქეთთან კოვიდინფიცირებულმა ითამაშა და შესვენებაზე შეცვალეს

ხორვატიის ნაკრები სკანდალში გაეხვა. საქმე ისაა, რომ დომაგიო ვიდამ თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრაში კოვიდინფიცირებულმა ითამაშა. მხოლოდ ტაიმებს შორის შესვენებაზე გახდა ცნობილი, რომ ვიდას ტესტის პასუხი დადებითი იყო და შეცვალეს, მაგრამ მანამდე პირველი ტაიმი მოედანზე გაატარა!

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა:

„მას შემდეგ, რაც ორშაბათს ყველა მოთამაშემ და თანამშრომელმა უარყოფითი ტესტები ჩააბარეს, თურქეთთან მატჩში მონაწლეობის უფლება მიეცათ. ოთხშაბათ დილით შვედეთთან მომავალი მატჩისთვის კიდევ ერთი ტესტები ჩავაბარეთ, რომლის პასუხები ფედერაციამ ნაწილობრივ დაგვიანებით მიიღო და აჩვენა, რომ დომაგიო ვიდას პასუხი დადებით იყო. ხორვატიის ნაკრების სამედიცინო შტაბმა ინფორმაცია თურქეთთან მატჩის შესვენებაზე მიიღო. ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ის შეცვალა და ვიდა დაუყოვნებლივ გადავიდა იზოლაციაში ეპიდემიოლოგიური ზომების შესაბამისად. რეგლამენტის თანახმად ვიდა მომდევნო რამდენიმე დღეს იზოლაციაში გაატარებს ქალაქ სტამბოლში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტია, დომაგოი ვიდამ ინფიცირებულმა ითამაშა და კონტაქტი ჰქონდა სხვა ფეხბურთელებთან, ასევე მწვრთნელებთან და პერსონალთან. თამაშს რაც შეეხება, ამხანაგური დაპირისპირება მეგობრული შედეგით დასრულდა - 3:3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12641