ინგლისური „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელი უკმაყოფილოა, რომ „წითელ ეშმაკებში“ განსხვავებულ პოზიციაზე ათამაშებენ, კარაგერმა კი საუბარი სწორედ ამის შესახებ დაიწყო და ინგლისურ გუნდს მისი გაყიდვა ურჩია.
„ვფიქრობ, რომ ერთგვარად ყველა უკმაყოფილოა თავისი პოზიციით. ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ამაზე ვსაუბრობთ, მისი მოსვლიდან ოთხნახევარი წლის შემდეგ, იმაზე მეტყველებს, რომ არასდროს ყოფილა საკმარისად კარგი სხვადასხვა ტაქტიკურ გარემოში. ამჟამად, პოგბას მე „მანჩესტერის“ ძირითად შემადგენლობაში არ ვათამაშებდი, რადგან არ ვთვლი, რომ ის დიდი ფეხბურთელია.
როდესაც „მანჩესტერმა“ პოგბა იყიდა, ამბობდნენ, რომ ის გუნდს ტიტულებს მოაგებინებდა, მაგრამ შედეგი საკმაოდ განსხვავებულია. მან „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, თუმცა „იუნაიტედში“ ასე არ ყოფილა. მის გაყიდვაზე ვიფიქრებდი“, - თქვა კარაგერმა.
შეგახსნებთ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერის“ ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ვხდება. საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კი ცოტა ხნის არ დამალა, რომ პოგბა ინგლისურ კლუბში უკმაყოფილოა, რადგან ხშირად არ ათამაშებენ და როდესაც მინდორზეა, თავის პოზიციაზე თამაში არ უწევს.