ფორმულა ერთმა მომავალი სეზონის კალენდრის წინასწარი ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც 23 ეტაპია შეტანილი, თუმცა ერთის დასახელება ჯერაც არაა დადასტურებული.
ესაა ვიეტნამის დიდი პრიზი, რომელიც წელს პირველად უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. ის არც ახალ კალენდარშია შეტანლი, თუმცა ჩინური ეტაპის შემდგომ არსებული ვაკანსიის (აპრილში) შევსების უპირველესი კანდიდატი სწორედ ვიეტნამია.
მაგრამ თუ ის არ გაიმართა, მის ადგილზე რამდენიმე კანდიდატია. მათ შორისაა თურქეთი, რომელსაც ფ1 პანდმიის წყალობით დაუბრუნდა, ასევე იტალიის იმოლა და პორტუგალიის ალგარვე. ორივე ტრეკზე წელს რბოლები ჩატარდა. არადა კალენდრის პირვანდელ ვერსიაში, არცერთი მათგანი შეტანილი არ იყო. კალენდარში არ შევიდა გერმანია, თუმცა აპრილის თავისუფალი ადგილის შევსება გერმანულ ეტაპსაც შეუძლია.
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოის საქალაქო ტრასა პირველი ახალი ტრეკი უნდა ყოფილიყო მას შემდეგ, რაც ფ1-ის მფლობელი „ლიბერტი მედია“ გახდა. ვიატნამს შესაძლოა საუდს არაბეთმა დაასწროს, რომელიც ქვეყნის პირველ დიდ პრიზს, სეზონის მიწურულს, ქალაქ ჯედაში უმასპინძლებს.
ბრაზილიის რბოლა სან პაულუდან რიო დე ჟანეირუში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ჟაკარეპაგუას ტრეკის ადგილზე ოლიმპიური სოფელი წამოჭიმეს, ახალი ტრეკის აშენება კი პრობლემური გახდა, რადგან გარემოს დამცველები, ახალი ტრეკისთვის გამოყოფილ ადგილზე, ხეების მოჭრის უფლებას არ იძლევიან.
ფორმულა 1-ის 2021 წლის კალენდარი
- ავსტრალია, მელბურნი, 19-21 მარტი
- ბაჰრეინი, ბაჰრეინი, 26-28 მარტი
- ჩინეთი, შანჰაი, 9-11 აპრილი
- გამოცხადდება (ვიეტნამი?), 23-25 აპრილი
- ესპანეთი, ბარსელონა, 7-9 მაისი
- მონაკო, მონაკო, 20-23 მაისი
- აზერბაიჯანი, ბაქო, 4-6 ივნისი
- კანადა, მონრეალი, 11-13 ივნისი
- საფრანგეთი, პოლ რიკარი, 25-27 ივნისი
- ავსტრია, ზალცბურგი, 2-4 ივლისი
- ბრიტანეთი, სილვერსტოუნი, 16-18 ივლისი
- უნგრეთი, ბუდაპეშტი, 30 ივლისი-1 აგვისტო
- ბელგია, სპა-ფრანკორშანი 27-29 აგვისტო
- ჰოლანდია, ცანდფოორტი, 3-5 სექტემბერი
- იტალია, მონცა, 10-12 სექტემბერი
- რუსეთი, სოჭი, 24-26 სექტემბერი
- სინგაპური, სინგაპური, 1-3 ოქტომბერი
- იაპონია, სუზუკა, 8-10 ოქტომბერი
- შეერთებული შტატები, ოსტინი 22-24 ოქტომბერი
- მექსიკა, მეხიკო, 29-31 ოქტომბერი
- ბრაზილია, სან პაულუ, 12-14 ნოემბერი
- საუდის არაბეთი, ჯედა, 26-28 ნოემბერი
- აბუ დაბი, აბუ დაბი 3-5 დეკემბერი