ფეხბურთი

12:24 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონაში“ ფატის სავარაუდო შემცვლელი იპოვნეს

„ბარსელონაში,“ როგორც ჩანს, 18 წლის ანსუ ფატის შემცვლელი იპოვნეს. ეს ამერიკელი ჭაბუკი კონრად დე ლა ფუენტეა - გვამცნობს Mundo Deportivo.

ამერიკელი „ბარსელონას“ აკადემიას 2013 წელს შეუერთდა, მეორე გუნდში კი 2018 წლიდან თამაშობს. დე ლა ფუენტე აშშ-ის 16 და 18 წლამდე ნაკრებებში ირჯებოდა, ამჟამად კი 20 წლამდელთა ნაკრების წევრია.

ის ამპლუით გარემარბია და ხშირად ვარჯიშობს პირველ გუნდთან ერთად. მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი აღფრთოვანებული ყოფილა მისით.

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ფატის წარმატებით ჩაუტარეს მენისკის ოპერაცია და მას სამიდან ხუთ თვემდე გაუცდება.

0.122025