ფეხბურთი

22:48 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანსუ ფატი 4 თვე ვერ ითამაშებს

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ანსუ ფატი ოთხი ვერ ითამაშებს. 18 წლის ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა დაიწყო.

ფატიმ სევილიის „ბეტისთან“ სამი დღისწინანდელ მატჩში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც გუნდს გაზაფხულამდე ვერ დაეხმარება. უკეთეს შემთხვევაში ნიჭიერი ფეხბურთელი „ბარსას“ სწორედ მარტში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ანსუ ფატიმ ყველა ტურნირის ჩათვლით „ბარსელონას“ შემადგენლობაში 10-ჯერ ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და ოთხჯერ საგოლე პასიც მიითვალა.

0.112536