ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმით თამაშობს. როგორც მან რუსულ მედიას უთხრა, ხვიჩა ნამდვილი გმირია და მისგან მუდმივად მაღალ დონეზე თამაშის მოთხოვნა უსამართლობაა.
საიმანოვმა საუბარი კვარაცხელიას მიმართ დაინტერესებული გუნდების შესახებ დაიწყო და აღნიშნა, რომ ოფიციალური წინადადება მათ არ მიუღიათ.
„არა, ჯერ არა. პირდაპირ ჩვენთვის არავის მოუმართავს მის ტრანსფერზე. არანაირი სერიოზული მოლაპარაკება და კონტაქტი ან კლუბის მხრიდან ინტერესი არ ყოფილა. ხვიჩა ახალგაზრდა ბიჭია და შეუძლებელია მუდმივად მაღალ დონეზე ითამაშოს. გარდა ამისა, ბოლო მატჩები ტრავმებით ითამაშა. ჯერ ის საქართველოს ნაკრებიდან კოჭის ტრავმით ჩამოვიდა, ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ, მაგრამ შემდეგ ზურგის ტრავმა გამოჩნდა.
ხვიჩა დიდი ტკივილით თამაშობს, ის ამიტომ გმირია. მას ვარჯიშებში მონაწილეობა პრაქტიკულად არ მიუღია, გავათავისუფლეთ. მაგრამ ღმერთის წყალობით, გამოვაჯანმრთელებთ და ყველაფერი კარგად იქნება“, - თქვა საიმანოვმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული აქვს მითვლილი, ხოლო შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებში 1 გოლ გაიტანა, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელაც პენალტი გამოიმუშავა.