ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელ დანიელ ბოჟინოვსკის კორონავირუსი დაუდასტურდა. „სილეკსის“ მეკარეს ტესტირება სანაკრებო შეკრების დაწყებამდე ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ის იზოლაციაში გადავიდა და ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ გამოაკლდა. თუმცა, ეს ჩვენი მომავალი მეტოქისთვის დიდი დანაკლისი არ არის.
ბოჟინოვსკი იგორ ანგელოვსკიმ ეროვნულ გუნდში მეოთხე მეკარის რანგში მიიწვია და ალბათ მისი ჩანაცვლება არ გაუჭირდებათ.