ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანი“ „ვერონასთან“ შეხვედრაში წაგებისგან 93-ე წუთზე იხსნა (2:2), მაგრამ შვედმა ფორვარდმა მანამდე პენალტი ვერ გაიტანა. ზლატანმა კარს ააცილა და თანაგუნდელები მნიშვნელოვან მომენტში დააღალატა (65-ე წუთზე, 1:2-ზე).
იბრაჰიმოვიჩმა ბოლო 4 პენალტიდან სამი ვერ გაიტანა. „ინტერთან“ მეკარემ აუღო, მაგრამ დამატებაზე შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა, შემდეგ პრაღის „სპარტასთან“ ააცილა და ახლა „ვერონასთან“.
იბრამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო პენალტს ფრანკ კესი შეასრულებს: „ფრე კარგი არ არის, ბევრი საგოლე შანსი გვქონდა, პენალტიც გავაფუჭე. შემდეგ ალბათ კესის დავუთმობ. ბევრი შეცდომა გვქონდა, მაგრამ წინ მივდივართ“, - თქვა სკანდინავიელმა.
იბრაჰიმოვიჩს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. მას კვალში კრიშტიანუ რონალდუ უდგას, რომელმაც 4 თამაშში მეტოქეები 6-ჯერ დაამწუხრა.