ესპანეთის ლიგა ენდესაში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ 7-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და სტუმრად „მურსია“ 78:74 დაამარცხა.
ნანატრ გამარჯვებაში ქართველმა კალათბურთელმა თავისი წვლილი შეიტანა. ბექამ 17:45 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბურჯანაძემ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო (75%), ხოლო 2 საჯარიმო ააცილა (0%). შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7-ს გაუტოლდა.
„გრან კანარიას“ 9 თამაში აქვს ჩატარებული, 2 მოგებითა და 7 წაგებით მე-17 ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი 15 ნოემბერს, სტუმრად გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფესთან“ ჩაატარებს.