ფეხბურთი

21:24 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ში ნეიმარის ბრაზილიის ნაკრებში გამოძახების გამო, უკმაყოფილონი არიან

„პარი სენ-ჟერმენში“ ნეიმარს განუცხადეს, რომ არ სურთ ბრაზილიის ნაკრების სანოემბრო შესარჩევ მატჩებში მისი ხილვა - გვამცნობს UOL.

მაგრამ პარიზული კლუბი არ დაუშლის ნეიმარს ნაკრებში თამაშს, თუკი სამედიცინო შემოწმება დაადასტურებს, რომ მას ტრავმა აღარ აწუხებს.

ბრაზილიელთა დამრიგებელმა, ტიტემ განაცხადა, რომ ნეიმარი ვენესუელასთან 13 ნოემბრის მატჩს, ბარძაყის ტრავმის გამო ნამდვილად გამოტოვებს, ოთხი დღის შემდეგ კი ურუგვაისთან სათამაშოდ გაემგზავრება.

0.113191