ფეხბურთი

20:46 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" კიელინი ისევ გამოაკლდა

იტალიური „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი დაშავდა. 36 წლის ფეხბურთელმა კუნთი გუნდის ბოლო ვარჯიშზე დაიშავა და გარკვეული პერიოდით იუქმებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი გაუცდება კიელინის, ეს მომდევნო დღეებში გაირკვევა. თუმცა, სავარაუდოდ დაზიანება სერიოზული არაა. ამის მიუხედავად, ჯორჯო ხვალ „ლაციოსთან“ ვერ ითამაშებს და ალბათ, ვერც იტალიის ნაკრებს დაეხმარება უახლოეს მატჩებში.

ჯორჯო კიელინი ლაზარეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, როდესაც უნგრულ „ფერენცვაროშთან“ ითამაშა, თუმცა ახლა ისევ ტრავმა აქვს. მან მიმდინარე სეზონში 4 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.116279