კალათბურთი

2:10 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას უფერული თამაში ევროლიგაში

ევროლიგის მეშვიდე ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა ათენში „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 89:83 იმარჯვა. პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა (24:24), მესამე-მეოთხე პერიოდები ბერძნებმა მცირე უპირატესობით მოიგეს, მაგრამ ვინაიდან მეორე მეოთხედში რუსებმა 9 ქულით იმარჯვეს, ეს გადამწვეტი გამოდგა.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მორიგი არაფრით გამორჩეული თამაში ჰქონდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 15:48 წუთში მხოლოდ 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორჯერ სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 5 აღმოჩნდა.

ცსკა-ში საუკეთესო ვილ კლაიბერნი იყო, რომელმაც 15 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, დარენ ჰილიარდმა კი საკუთარ გუნდს 14 ქულა შესძინა.

ცსკა-ს ევროლიგაში 4 მოგების წილ 3 წაგება აქვს, მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს, მოსკოვში თორნიკე შენგელიას ყოფილი გუნდის, „ბასკონიას“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107306